Slide background

საგზურის ფასი დედმამიშვილებზე: 855 ლარი


დარეგისტრირდი

აჩუქეთ ბავშვებს
დაუვიწყარი მოგონება!

დარეგისტრირდი

cover-1

„მზიანი სახლის“ ბანაკში გატარებული დრო

- ეს არის ინვესტიცია მომავალში!

საგზურის ფასი: 950 ლარი


დარეგისტრირდი
Slide background

დარეგისტრირდი

10 %-იანი ფასდაკლება
დედმამიშვილებზე

საგზურის ფასი დედმამიშვილებზე: 855 ლარი


დარეგისტრირდი

რა არის ბანაკი?

ბანაკი არის საკურორტო-ტურისტულ ზონაში არსებული დაცული და კეთილმოწყობილი ტერიტორია, რომელსაც გააჩნია შესაბამისი დასასვენებელი, სპორტული, გასართობი და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა.

ბანაკი წარმოადგენს ბავშვებისა და მოზარდების ორგანიზებული დასვენების ყველაზე გავრცელებულ ფორმას, სადაც შექმნილია უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემო მონაწილეთა შემეცნებით-შემოქმედებითი პოტენციალის გასავითარებლად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პრაქტიკაში დასანერგად და მნიშვნელოვანი სოციალური უნარების გასაუმჯობესებლად.

ბანაკში ყოფნის დროს მონაწილენი:

  • შეიძენენ უამრავ  ახალ  მეგობარს;
  • აუმაღლდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გაიმდიდრებენ ცხოვრებისეულ გამოცდილებას;
  • გაიკაჟებენ სხეულს და გაძლიერდებიან ფიზიკურად;
  • მიეჩვევიან დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას;
  • გახდებიან უფრო  თავდაჯერებულები  და  დამოუკიდებლები;
  • გამოავლენენ საკუთარ  ნიჭსა  და  მოახდენენ  თვითრეალიზაციას;
  • თანატოლებთან ურთიერთობაში გაივითარებენ კომუნიკაციურ უნარებს;
  • ისწავლიან ბუნებასთან  ჰარმონიულ  ურთიერთობას  და  გარემოზე ზრუნვას;
  • მიიღებენ შთამბეჭდავ, ძლიერ, პოზიტიურ ემოციებს და  დაუვიწყარ მოგონებებს.

და ყოველივე ეს მოხდება გართობის, დასვენებისა და სახალისო თამაშების ფონზე!

ჩვენი შემოთავაზება – მზიანი სახლის ბანაკი აწყურში

რატომ ჩვენ?

ჩვენი შემოთავაზება უნდა აირჩიოთ იმიტომ, რომ:

აქცენტი გვაქვს ხარისხზე და  ვქმნით მაღალი დონის მომსახურებას

წარმოვადგენთ პროფესიონალთა გუნდს და გაგვაჩნია ბავშვებსა
თუ მოზარდებთან მუშაობის საკმაოდ მდიდარი გამოცდილება

ჩვენი საბანაკე პროგრამა მოიცავს სპორტულ,   გასართობ,
აღმზრდელობით და საგანმანათლებლო მიმართულებებს

ბანაკის საგზურის ფასი ოპტიმალური და ხელმისაწვდომია

მუდმივად ორიენტირებულნი ვართ განვითარებაზე და ვახდენთ
სფეროში არსებული სიახლეთა მოძიება-ადაპტირებას და დანერგვას

რატომ ჩვენ?

საბანაკე აქტივობები

 


რას ამბობენ ჩვენზე

 


პირველად „მზიანი სახლის“ მობინადრენი 2012 წელს გავიცანი, როდესაც ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდული კლუბების ჩამოყალიბება და შემდგომში ბანაკის ჩატარება დაგვჭირდა. რთულია, სიტყვებით გადმოსცე ის გარემო, რომელსაც „მზიანი სახლის“ ტრენერები უქმნიან ბავშვებს და ის შრომა, რომელსაც თითოეული მათგანი დებს ახალგაზრდებთან მუშაობაში. თითოეული წუთი, პროგრამული თუ გასართობი, საოცრად საინტერესო და მრავალფეროვანია, ეს არის ერთი დიდი პოზიტიური, მხიარული და თვითშემეცნებითი თავგადასავალი, რომელიც ისე გძენს ფასეულობებს და უნარ-ჩვევებს, რომ ვერც კი ხვდები. მოუთმენლად ველი, როდის მიაღწევს ჩემი შვილი იმ ასაკს, რომ ამ გამოცდილებას ეზიაროს.
ნუცა გოგუაძე - PH International-ის წარმომადგენლობა საქართველოში
ნუცა გოგუაძე
დღეს, როცა ბანაკში ბავშვის გაშვება აღარ არის რთულად მოსაგავრებელი საკითხი, ჩემი დაკვირვებით, მშობელთა უმრავლესობა მაინც დიდი დილემის წინაშეა. კერძოდ: „რომელ ბანაკში გავუშვა ბავშვი?“. 30 წელს გადაცილებული ვიყავი, როცა „მზიანი სახლი“ გავიცანი. გამაოგნებელი და ფრიად საიტერესო გზა გავიარე აქ, რამაც იმაზე მეტი მასწავლა, ვიდრე ოდესმე შემეძლო წარმომედგინა. მე გულრწფელად ვგულშემატკივრობ ბავშვებს, რომლებიც „მზიანი სახლის“ ბანაკში მოხვდებიან, რაგდანაც ისინი არა მხოლოდ გაერთობიან, არამედ თვითშემეცნებისა და განვითარების საინტერსო ფერხულში ჩაებმებიან. „მზიანი სახლის“ გუნდი წარმატებით ართმევს ამ ამოცანას თავს! წარმატებები ახალ წამოწყებებში!
ნანა ბერძენიშვილი - "მზიანი სახლის" მეგობარი
ნანა ბერძენიშვილი
რატომ უნდა ჩაერთო „მზიანი სახლის“ აქტივობებში, ბანაკებში და ტრენინგებში? იმიტომ, რომ აქ ასწავლიან, როგორ უნდა გახდე უფრო ბედნიერი, ლაღი და თავისუფალი, გიყვარდეს სამყარო და საკუთარი თავი. და თუ გიყვართ ფიქრი, ხართ ცნობისმოყვარე, გაინტერესებთ ფსიქოლოგია, გინდათ გაიცნოთ ახალი ადამიანები სრულიად სხვადასხვა სფეროებიდან, აღმოჩნდეთ გარემოში, სადაც ყველა ადამიანის აზრი მნიშვნელოვანია, აღმოაჩინოთ საკუთარ თავში აქამდე უცნობი შტრიხები და უბრალოდ, კარგად გაერთოთ, მაშინ „მზიანი სახლი“ თქვენთვისაა. ექვსი წელია ამ გარემოს აქტიური წევრი ვარ და ალბათ კიდევ დიდხანს გავაგრძელებ „მზიან სახლთან“ ურთიერთობას.
მაიკო ლუხუმაიძე - სოც. მედიის მენეჯერი, ბლოგერი
მაიკო ლუხუმაიძე
„მზიანი სახლის“ სამი ბანაკი და ხუთი ტრენინგი – ეს ჩემი გამოცდილება და ჩემი გზაა „მზიან სახლთან“ ურთიერთობის. ამ გზით იმ სურვილამდე მივედი, რომ მინდა ისევ დავბრუნდე იქ, სადაც სასიამოვნო დღეების გატარება შეიძლება, დავბრუნდე იქ, სადაც შეიძლება ისეთი გამოცდილება მიიღო, რომელიც შეიძლება წლების მერე და მოულოდნელად გამოგადგეს. დავბრუნდე იქ, სადაც შევძლებ ვიპოვო განსაკუთრებული და პოზიტიური ადამიანები. . . . „მზიანი სახლის“ ღონისძიებებბში ყველა ადამიანი იპოვის თავისთვის სასიამოვნოს, სასარგებლოს თუ საინტერესოს. იმედი, მაქვს, რომ კიდევ ბევრი პოზიტიური ადამიანი შეუერთდება „მზიანი სახლის“ ბანაკებს. მანამდე კი ერთი რამ ვიცი – მე დავბრუნდები! 🙂
პაატა ცაგარეიშვილი - დ. ტვილდიანის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტი
პაატა ცაგარეიშვილი
„მზიანი სახლის“ გუნდზე ბევრი შემიძლია ვისაუბრო, როგორც პირადი გამოცდილებით, ისე პროფესიული თანამშრომლობის კუთხით. ეს ის გუნდია, რომელმაც 12 წლის წინ უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემს პიროვნულ განვითარებაში მათი უზუსტესად გათვლილი ტრენინგ-პროგრამით. ის გუნდია, რომელსაც მე და ჩემმა კოლეგებმა ვანდეთ World Vision საქართველოს ახალგაზრდული კლუბების ასობით მოზარდის პიროვნული განვითარება. მე პირადად მინახავს ის გარდატეხა, რასაც „მზიანი სახლის“ ბანაკები ახდენს ბავშვებში. ამ დონის შედეგებზე გასვლა, მხოლოდ ასე კვალიფიციურ, მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებულ და საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებულ პროფესიონალებს შეუძლიათ.
კახა გორდაძე - Peace Corp Georgia, ტრენინგების მენეჯერი
კახა გორდაძე
16 წლის წინ, მე ერთი, ჩვეულებრივი ახალგაზრდა ვიყავი, ჩემი ასაკისთვის დამახასიათებელი კომპლექსებით, ამბიციებით და ბევრი დაბრკოლებით. ზუსტად იმ დროს ჩემს ცხოვრებაში ღირებულებების გარდატეხა მოხდა, რაც ,,მზიანი სახლის“ ტრენერების დამსახურება იყო. მათი მიდგომა ყოველთვის აძლევს ადამიანებს შანს, საკუთარ ცხოვრებას გვერდიდან შეხედონ, შეაფასონ და ყველაფერი დაიწყონ თავიდან. ჩემი წარმატების ნაწილი „მზიანელების“ დამსახურებაა. ბევრჯერ მიფიქრია იმზე, თუ როგორ შეიძლება უფრო მეტ  ადამიანს მიეცეს შანსი გახდეს ,,მიზანი სახლის“ ტრეინინგის ან ბანაკის მონაწილე, რადგან მე ღრმად მწამს, რომ მათი ცხოვრება აუცილებლად შეიცვლება უკეთესობისაკენ.
ნანა ათუაშვილი - World vision საქართველო, პროგრამის მენეჯერი
ნანა ათუაშვილი