ადგილმდებარეობა

აწყური არის ისტორიული სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 900 მ-ის სიმაღლეზე, მდინარე მტკვრის ნაპირზე, ახალციხიდან 22 კმ-ში. აქ მთიანეთის სტეპების ჰავაა, ზაფხული – ხანგრძლივი და თბილია, აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 20,5 °c.

 

ბანაკი „აწყური“ სოფლიდან დაშორებულია 1 კმ-ით და განლაგებულია ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო და მყუდრო გარემოში, ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალის ერთ-ერთ შესასვლელთან. მის ტერიტორიაზე ჩამოედინება „აბანოსღელე“ (მტკვრის შენაკადი), რომელზეც მოწყობილია რამდენიმე საფეხმავლო ხიდი.

 

 

 

ინფრასტრუქტურა

ბანაკი გათვლილია 72 დამსვენებელზე:

  • Wi – Fi
  • დაცვა (24 სთ.)
  • რეკრეაციული ზონა
  • ცხელი წყალი გრაფიკით
  • სამზარეულო და სასადილო
  • შემოსაზღვრული ტერიტორია
  • სპორტული და სათამაშო მოედნები
  • ღია და დახურული სამუშაო სივრცეები

    

 

საძილე ოთახები

ბანაკის საცხოვრებელი ზონა შედგება 3 ერთსართულიანი კაპიტალური შენობებისაგან. რომლებშიც, დერეფნული სისტემით განლაგებულია 4-საწოლიანი კომფორტული ოთახები. ყოველ საწოლს გააჩნია ტუმბო, ხოლო, ყოველ ოთახს – მაგიდა და 4 სკამი.

 

 

სველი წერტილები 

სველი წერტილები (საშხაპეები, ხელსაბანები და ტუალეტები) განთავსებულია 2 საცხოვრებელი შენობის დერეფნის ბოლოს. ასევე, ეზოში 2 ადგილას: სასადილოსთან და დიდ ფანჩატურთან.

 

 

კვება

ბანაკში არის სამჯერადი პორციული კვება. ყველა კერძი მზადდება ეკოლოგიურად სუფთა, მათ შორის – ადგილობრივი პროდუქტებისაგან. სამზარეულო და სასადილო აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით.

 

ეზო, სპორტული და სათამაშო სივრცეები

 

ღია და დახურული სამუშაო სივრცეები

 

ჯანდაცვა

ბანაკს მომარაგებული აქვს ყველა საჭირო მედიკამენტი და ჰყავს კვალიფიციური ექთანი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მეთვალყურეობას გაუწევს მონაწილეთა ჯანმრთელობას და საჭიროებისამებრ აღმოუჩენს მათ პირველად დახმარებას.

ბანაკი 22 კმ-ით არის დაშორებული ბორჯომის საავადმყოფოდან, ხოლო უახლოესი სამედიცინო პუნქტი მდებარეობს ბანაკიდან  1 კმ-ში (სოფელ აწყურის ამბულატორია).