ბანაკის პროგრამა
ბანაკის პროგრამა გათვლილია 3 ასაკობრივ ჯგუფზე (8-10, 11-12 და 13-16 წლის ბავშვებზე) და მოიცავს შემეცნებით-შემოქმედებით, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, გასართობ და სათავგადასავლო მიმართულებებს. პროგრამას განახორციელებენ კვალიფიკაციური სპეციალისტები (ლიდერები და ახალგაზრდული მუშაკები), რომლებსაც გავლილი აქვთ შესაბამისი მომზადება და გააჩნიათ სათანადო გამოცდილება. სულ ბანაკში იქნება 3 რაზმი, თითოეულ რაზმში კი – 15-16 ბავშვი. ყოველ რაზმს უხელმძღვანელებს ორი ლიდერი (გოგონა და ვაჟი) და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის პროგრამ-კოორდინატორი. რაზმები…