ბანაკი ხანგრძლივობა და პერიოდი

პერიოდი: 2022 წლის 10-20 აგვისტო
ხანგრძლივობა: სრული 10 დღე

საგზურისასი / ფასდაკლება

ბანაკის ერთი საგზურის საფასურია 950 ლარი.

დედმამიშვილებზე ვრცელდება 10%-იანი ფასდაკლება. ამ შემთხვევაში თითო საგზურის ღირებულებაა 855 ლარი 

 

როგორ მივიღო მონაწილეობა ბანაკში?

ნაბიჯი 1: ელექტრონულად შეავსეთ რეგისტრაციის ბლანკი
ნაბიჯი 2: თქვენს მიერ შევსებულ განაცხადში მითითებულ ელ-მისამართზე გადმოგეგზავნებათ შესაბამისი დოკუმენტები და გზამკვლევი
ნაბიჯი 3: ბანაკის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 კვირით ადრე გადაიხადეთ საგზურის საფასური

 

ბანაკში გამგზავრება-დაბრუნება

ბანაკში მონაწილეთა გამგზავრება-დაბრუნება მოხდება კომფორტული ავტობუსებით, მისამართიდან: ქ. თბილისი, პირველი რესპუბლიკის მოედანთან მდებარე ველოსიპედის ძეგლთან.

გამგზავრება – 10.08.2022, დილის 08:30 სთ-ზე

დაბრუნება – 20.08.2022, საღამოს 15:30 სთ-ზე

შენიშვნა: რაიონებში მყოფი ბავშვების მშობლებმა (წარმომადგენლებმა) უნდა უზრუნველყონ ბანაკში გამგზავრების დროისთვის დანიშნულების ადგილზე ბავშვების მოყვანა და დაბრუნების დროისთვის მათი დახვედრა (ან თავად უნდა უზრუნველყონ ბანაკში ბავშვის მოყვანაწაყვანა).