„მზიანი სახლში“ წლის შეჯამება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროცესია. ამ დროს კიდევ ერთხელ თავს ვუყრით დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებს, ვითვლით წარმატებებს, ვადგენთ ხარვეზებს და ვსახავთ გეგმებს მომდევნო აქტივობების განსახორციელებლად.

2016 წლის განმავლობაში 1214 მონაწილემ გაიარა ჩვენთან ტრენინგი და ჩაერთო სხვადასხვა აქტივობებში. თავის მხრივ, ტრენინგები და აქტივობები შეეხებოდა ისეთ საკითხებს როგორიცაა: თანასწორთა განათლება, სამოქალაქო აქტივიზმი, ახალგაზრდული მუშაკი და ახალგაზრდული სამუშაო. ამასთან ერთად,  სხვადასხვა ორიგანიზაციას ჩავუტარეთ  ორგანიზაციულ განვითარებასთან დაკავშირებული ტრენინგ-მოდულები. დავგეგმეთ და ჩავატარეთ საზაფხულო ბანაკი, რომელიც დაუვიწყარ მოგონებად იქცა მონაწილეებისათვის. ჩავატარეთ  ტრენერთა ტრენინგი და სხვა.

დაინტერესებული ადამიანებისთვის „მზიანმა სახლმა“ ტრადიციულად განახორციელა პიროვნული განვითარების ტრენინგ-პროგრამა.

Ph International-ის  პროგრამის („საზოგადოების ჩართულობისა და თანაშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის“ ) ფარგლებში მეორედ განვახორციელეთ პროექტი – „ნაბიჯი წინ – წარმატების აკადემია 2“ თბილისის უფროსკლასელებისათვის.

მრავალფეროვანია იმ ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებთანაც  ვითანამშრომლეთ გასული წლის განმავლობაში: World Vision საქართველო, Youth2Georgia, „ელკანა“, GPI ჰოლდინგი, ფონდი ,,აფხაზეთი“, ა/ო „თანამონაწილე“, მშვიდობის კორპუსი, მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“, LARP-ის დამფუძნებელთა ჯგუფი, გაეროს განვითარების პროგრამა.

ამ დატვირთული წლის ფონზე, შემართებით  ვიწყებთ 2017 წელს და მზად ვართ ახალი გამოწვევებისთვის.

 

Image may contain: 11 people, people smiling

Image may contain: 6 people, people smiling, indoorImage may contain: 2 people, outdoor and nature

Image may contain: 6 people, people smiling

Image may contain: 17 people, people smiling, people sitting and outdoor