გიორგი და ანდრო ბაბუაძეები და სოფია ჯიშკარიანი ,,მზეთამზეს” ბანაკის მონაწილეები არიან, რომლებიც ახლა უკვე  ,,მწვანე კონცხზე“ მოდიან ჩვენთან ერთად ახალი თავგადასავლის საძიებლად.
ნახეთ, რატომ ირჩევენ ისინი ,,მზიანი სახლის” ბანაკებს, როგორ აფასებენ საბანაკე ცხოვრებას და გაიგეთ, რატომ მოდიან  ზღვის ბანაკში ისევ ჩვენთან ერთად:

სოფია ჯიშკარიანი: ,,მზიანი სახლის“ ბანაკი ძალიან კარგია, რადგან იქ ბავშვები იძენენ კეთილ და ერთგულ მეგობრებს. მე ბანაკში ვისწავლე ბევრნაირი ტაშის დაკვრის მეთოდი, ნამდვილი მეგობრობა და გართობა❤️.“

sofia ess


ანდრო ბაბუაძე: ,,მე ბანაკში ვისწავლე გუნდური მუშაობა და მეგობრობა. „მზიანი სახლის“ ბანაკი ძალიან მომეწონა. მომეწონა აქტივობები და ის,  რომ ყოველი დღე იყო განსხვავებული. მენატრებიან ბავშვები და ლიდერები. ,,მწვანე კონცხზე“ ძალიან მინდა წასვლა, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ კარგად გავერთობი, ბევრ ბავშვს გავიცნობ და ახალ მეგობრებს შევიძენ.“

andro


გიორგი ბაბუაძე: ,,მზიანი სახლის ბანაკში ვისწავლე მეგობრობა, გართობა და ჩახუტება. კიდევ ვისწავლე ზონარების შეკვრა, კრაფტი და დილის ვარჯიში. მენატრება აქტივობები და ლიდერები, ყველაზე ძალიან მიმი  ❤️. ,,მწვანე კონცხზე” მინდა წავიდე, მიყვარს ზღვა. გავიცნობ ახალ ბავშვებს, შევხვდები ლიდერებს და გავერთობი.“

giorgi