25 ივნისს თბილისი მოლმა „მზიან სახლს“ გვიმასპინძლა. ჩვენთვის დათმობილი იყო ორი სივრცე, სადაც წარმოვადგინეთ მოდელირებული ბანაკი – გვქონდა კარვები და ლიდერები ბავშვებთან ერთად სხვადასხვა აქტივობებში იყვნენ ჩართულები: ფერად ჩარჩოსთან გადაიღეს სურათები, ითამაშეს პარაშუტის თამაშები
ასევე, გვქონდა ორი ლოკაცია ხატვისთვის და ხელსაქმისთვის, სადაც მსურველებმა ააწყვეს მათთვის სასურველი სამკაულები და გადაეცათ ისინი საჩუქრად
ბავშვები ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულები მხიარული სტარტების აქტივობებში. ხოლო მშობლები დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალს ამ ყველაფერს
თბილისი მოლშივე გაიმართა ჩვენს მიერ მზიანი ზაფხულის თემაზე ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოვება
შეხვედრა დავასრულეთ გრანდიოზული ფლეშ მობით
დასასრულს, ჩვენმა გუნდა მადლობა გადაუხადა მასპინძლებს, მონაწილეებს და პოზიტიური ემოციებით დატვირთულები შევუდექით ბანაკისთვის მომზადების პროცესს.