დღეს დაიწყო „მზიანი სახლის“ ბანაკების ლიდერთა მოსამზადებელი ტრენინგი. იმის გამო, რომ ძალიან ბევრი აქტიური, გამოცდილი და  და მოტივირებული ადამიანი დაინტერესდა ბანაკის ლიდერის პოზიციით, დაგეგმილი 50 მონაწილის ნაცვლად საბოლოოდ შეირჩა 70 კანდიდატი.

ტრენინგის პროცესში მონაწილეები იღებენ ინფორმაციას  „ახალგაზრდული მუშაკის“ სამუშაო სპეციფიკისა და  უფლება-მოვალეობების შესახებ.  მნიშვნელოვანია, რომ მომავალი ლიდერები ეცნობიან მოზარდების ასაკობრივ თავისებურებებსა და საჭიროებებს და იძენენ შესაბამის კომპეტენციას: ცოდნას, უნარებსა და ფასეულობებს.

13323212_1271053702907189_6398280626817679875_o

ასევე, მონაწილეები  სწავლობენ ბანაკში ჩასატარებელ შემეცნებით – შემოქმედებით, გასართობ და სხვადასხვა უნარის განმავითარებელ თამაშებსა და  ივითარებენ გუნდური მუშაობის უნარებს.

13339427_1271052916240601_5737463822125713184_n13346962_1271052322907327_3218257809306072513_n

13323701_1271052429573983_8253240680996124510_o

აღსანიშნავია, რომ  მონაწილეები აქტიურად ჩაერთვებიან  „მზიანი სახლის“ მიერ ორგანიზებულ აქტივობებში როგორც ლიდერები, ანიმატორები, ახალგაზრდული მუშაკები.