ბანაკების ლიდერთა ტრენინგი დაიწყო
დღეს დაიწყო „მზიანი სახლის“ ბანაკების ლიდერთა მოსამზადებელი ტრენინგი. იმის გამო, რომ ძალიან ბევრი აქტიური, გამოცდილი და და მოტივირებული ადამიანი დაინტერესდა ბანაკის ლიდერის პოზიციით, დაგეგმილი 50 მონაწილის ნაცვლად საბოლოოდ შეირჩა 70 კანდიდატი. ტრენინგის პროცესში მონაწილეები იღებენ ინფორმაციას „ახალგაზრდული მუშაკის“ სამუშაო სპეციფიკისა და უფლება-მოვალეობების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ მომავალი ლიდერები ეცნობიან მოზარდების ასაკობრივ თავისებურებებსა და საჭიროებებს და იძენენ შესაბამის კომპეტენციას: ცოდნას, უნარებსა…